top of page
Afternoon Version - Together.jpg

Afternoon Version - Together

გიორგი სიხარულიძე - ვოკალი / ბასი / პროგრამირება
ნიკა წერეთელი - კლავიში / ბექ-ვოკალი / პროგრამირება

დათო თოიძე - გიტარა
ზურა ძაგნიძე - გიტარა

გოგა ქავთარაძე - დრამი

მიშა აბესაძე - ვოკალი (1994-95)
 


 

  • გამოშვების წელი: 2000

  • მასტერინგი: გიორგი ქორიძე

  • ფირფიტის დიზაინი: სოსლან სანაკოთი

ალბომის შესახებ

Afternoon Version ქართულ მუსიკალურ სივრცეში სპონტანურად გამოჩნდა - 90-იან წლების დასაწყისში, გვიანი მოზარდობის ასაკში მყოფი თბილისელი ახალგაზრდების სურვილმა რომ მათთვის საინტერესო მუსიკა შეექმნათ, ბენდის ფორმატი მიიღო და მათთვის მაგალითად 80-იანი წლების რჩეული ბრიტანული ბენდების შემოქმედება იქცა - ასე შეიქმნა ახალი ტალღის გავლენით ნაწარმოები პირველადი კომპოზიციები, რომლებიც იმ პერიოდში ქალაქში ახლად გამოჩენილ მცირე სივრცეებში თუ კლუბებში სრულდებოდა.
 

დროის სვლასთან ერთად  შეიცვალა მათი მუსიკალური გემოვნებაც - ინფორმაციის და ტექნოლოგიის შემოდინებამ განაპირობა ელექტრონული ბგერების შემდგომი დომინირება Afternoon Version-ის შემოქმედებაში, თუმცა ქვეყანაში არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, სრულფასოვან მუსიკალურ კარიერაზე ფიქრიც კი წარმოუდგენელი ხდებოდა.

90-იანი წლების ბოლოს, ჯგუფის წევრების გზები გაიყო და სანამ თითოეული საკუთარი ცხოვრებისეული გზის საპოვნელად  ევროპისა და ამერიკის სხვადასხვა ქალაქს მიაშურებდა, შეძლეს და დაგვიტოვეს ალბომი „Together”, რომელიც ბენდის რამდენიმე წლიანი მოღვაწეობის  შემაჯამებელი ნამუშევარი იყო.

ალბომში ძირითადად 90-იან წლებში აქტუალური ბრიტანული საცეკვაო მუსიკისა და ელექტრონიკის საინტერესო სინთეზს ვხვდებით, თუმცა აქვეა „Kardena”, კომპოზიცია რომელიც ფოლკლორულ მოტივებს და  იმ პერიოდის ქვეყნის სოციალურ მდგომარეობის აღმწერ, მარტივ და ამავდროულად დამაფიქრებელ რეჩიტატივს მოიცავს. აქვეა Champange Gold, ჯგუფის აკუსტიკური ჰიტი და 90-იანი წლების ქართული ალტერნატიული მუსიკის ნამდვილი მარგალიტი

 

მიუხედავად მრავალი ტრანსფორმაციისა, 30 წლის შემდეგ Afternoon Version კვლავ მოქმედი ბენდია და საკუთარ სათქმელს უკვე განსხვავებული ცხოვრებისეული გამოცდილებით უზიარებენ მსმენელს.

Afternoon Version - Together  (Vinyl 1x LP, Limited Edition)

Afternoon Version, ფოტოები (1995 - 2002)

  • Instagram
  • Facebook
  • Bandcamp

© 2022 Georgian Music Legacy Collection

bottom of page