მჟავაMESSAGE - მჟავაMESSAGE
გოგი ძოძუაშვილი (მუსიკა, ვოკალი)
ნიკა მაჩაიძე (მუსიკა, ვოკალი)
გიო სუმბაძე (მუსიკა, ვოკალი)
მაია სუმბაძე (ვოკალი)
ნინო ჩუბინიშვილი (ვოკალი)
-
ჩაწერილია: თემო ნიკოლაიშვილის სტუდიაში
-
ჩაწერის წელი: 1996-97
-
მასტერინგი: გიორგი ქორიძე
-
ვიზუალური გაფორმება: მაია სუმბაძე
ალბომის შესახებ
„მჟავა Message” მულტიმედიური პროექტი იყო, რომელიც ქართველი არტისტების დიდი მეგობრობის ისტორიას ეფუძნება - ისტორიას რომელიც სამომავლოდ GosLab-ის კოლექტივის სახელით გახდება ცნობილი. 90-იანი წლებში, Mother On Monday-ის შემდეგ გოგი ძოძუაშვილი პერსონალურ მუსიკაზე მუშაობდა, როდესაც ნიკა მაჩაიძესა და მაია სუმბაძესთან ერთად კონცეპტუალური ალბომის იდეა დაიბადა, რომელშიც ამ უკანაკნელთა ტექსტებიც შევიდოდა. მალე ტრიოს გიო სუმბაძე და ნინო ჩუბინიშვილიც დაემატა და ასე დაიწყო ამბავი ალბომზე, რომელსაც დღეს ქართული ელექტრონული მუსიკის საწყისებთან მივყავართ.
ნიკა მაჩაიძის მუსიკალური კარიერაც სწორედ ამ პერიოდში, სრულიად შემთხვევით დაიწყო, როდესაც მის ხელში იმ პერიოდის პირველადმა კომპიუტერულმა პროგრამებმა მოიყარა თავი. გოგი ძოძუაშვილის ჰარმონიულ მუსიკალურ ხედვას, Nikakoi-ის ექსპერიმენტული, სხვადასხვა ხმოვანი მასალის მანიპულაციითა და მოდიფიკაციით მიღებული ჟღერადობა დაემატა და იმ პერიოდის თბილისის აუდიო არტეფაქტი მივიღეთ. მუსიკალურ იდეას დაემატა შინაარსობრივი მხარეც - ტექსტები რომლებიც იმ პერიოდის ქვეყნის სოციალური კომენტარისთვის უნიკალურ მიდგომას იყენებდა - ქართული და ინგლისური ტექსტების სიტყვათა თამაში დღემდე საკვანძო მომენტია ქართული მუსიკისთვის, რაც ახალი თაობის არტისტებისთვისაც გადამდები ეფექტის მქონე აღმოჩნდა.
როგორ ჟღერს თბილისი? - „მჟავა Message” დასავლურ მუსიკალურ ფორმებსა და მიდგომებს წმინდად ქართული, კონკრეტულად კი თბილისური ჟღერადობის ჩამოსაყალიბებლად იყენებდა, რაც შემდგომი ქართული მუსიკისთვისაც იშვიათი მოვლენაა. „მჟავა Message” სიყვარულით შეიქმნა“ - იხსენებს გოგი ძოძუაშვილი - სწორედ ეს სიყვარული მეგობრებისადმი და მუსიკისადმი გასდევს ლაიტმოტივად მათ საერთო ალბომსაც, რომელიც ქართული ელექტრონული მუსიკის და კონცეპტუალური ხელოვნების ფუნდამენტია.