top of page
GMLC003.PNG

Young Georgian Lolitaz - Lemonjuice

ნიკა კოჩაროვი (მუსიკა, ტექსტი და ვოკალი)

ლევან შანშიაშვილი - (გიტარა [B1; B2; B4])

დათუჩა აბულაძე - (დრამი [A1])

 

  • ჩაწერის წელი: 2003-2004

  • მასტერინგი: გიორგი გვარჯალაძე (გვაჯი)

  • ვიზუალური გაფორმება: ლევან ჩიკვანაია

ალბომის შესახებ

ათასწლეულის მიჯნაზე, ქართული მუსიკალური სცენა, ქვეყნის მსგავსად არასტაბილურობით გამოირჩეოდა. ომგამოვლილი საზოგადოება, სოციო-კულტურულ კრიზისში იყო და „ახალგაზრდულ სულს“ ახალს ვერაფერს სთავაზობდა.  პოპ მუსიკის სრულმა დომინაციამ, ალტერნატიულ შემოქმედებას უკიდურესად მცირე სივრცე დაუტოვა სამოქმედოდ, თუმცა ამავე წლებში ჩნდებიან ბენდებიც, რომლებიც სრულიად ახალი თაობის ქართველთა სათქმელ და მისწრაფებებს გამოხატავდნენ და ამისთვის ფორმებიც შესაბამისი გააჩნდათ. Young Georgian Lolitaz, რომელიც 2001 წელს ჩამოყალიბდა, ალბათ იმ პერიოდიდან ერთ-ერთი ყველაზე სიცოცხლისუნარიანი ბენდი აღმოჩნდა, მიუხედავად მუდმივი შემადგენლობის ცვლილებისა, ნიკა კოჩაროვი და მისი კოლექტივი 20 წლის შემდეგაც აქტიურ მოღვაწეობას აგრძელებს.
 

ალბომი „LemonJuice", სპონტანურად, ჯგუფისთვისაც და ქვეყნისთვისაც გარდამავალ პერიოდში, 2003 წელს ჩაიწერა. მუსიკალურად და შინაარსობრივად ეს მეტად პერსონალური ალბომია, რომელიც ჯგუფის ფრონტმენის პირად განცდებსა და დამოკიდებულებებზე გვიყვება. ალბომი ალბათ 2000-იანი წლების ქართული ალტერნატიული მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი განაცხადია, სადაც მუსიკალური გავლენები ბითლზიდან, ნირვანას გავლით Blur-ამდე აღწევს. „LemonJuice“-მა და მასში შემავალმა სიმღერებმა ჯგუფს პოპულარობა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც მოუტანა და მისი ჩაწერიდან რამდენიმე წელში, Young Georgian Lolitaz-მა გეზი მათი მუსიკის პირველწყაროსკენ, ლონდონისკენ აიღო. აქ ჯგუფის შედარებით ტურბულენტური გამოცდილება იწყება, თუმცა ეს უკვე სულ სხვა ისტორიაა.  ერთი რამ კი ცხადია - „Lemonjuice“ დღემდე რჩება 2000-იანი წლების ქართული ალტერნატიული მუსიკის ერთ-ერთ საუკეთესო მანიფესტაციად.

Young Georgian Lolitaz - Lemonjuice  (Vinyl 1x LP, Limited Edition)

Young Georgian Lolitaz, Photos 200

bottom of page