Nikakoi - შენтыmental
ნიკა მაჩაიძე - მუსიკა, ვოკალი
მაია სუმბაძე - ვოკალი
ნატალია ბერიძე - ვოკალი
-
გამოშვების წელი: 2003
-
მასტერინგი: Bo Calyx
-
დიზაინი: სალომე მაჩაიძე
ალბომის შესახებ
ნიკა მაჩაიძე, რომელიც პროფესიით რეჟისორია, მუსიკალურ სივრცეში პირველად 90-იანი წლების შუა პერიოდში გამოჩნდა, როდესაც Goslab-ის კოლექტივის წევრებთან ერთად, „მჟავა Message”-ის ალბომის ჩაწერაზე იმუშავა და პირველად იექსპერიმენტა ელექტრონულ მუსიკასთან. საუკუნის მიწურულს, ნიკას მუსიკის მიმართ ინტერესი ევროპაშიც გაჩნდა, კერძოდ გერმანიაში და საფრანგეთში, სადაც სხვადასხვა გამოფენებსა და ჩვენებებს მუსიკალურად აფორმებდა.
2002 წელს, WMF Records-ზე Nikakoi-ის პირველი ალბომი, “Sestrichka” გამოვიდა, რომელსაც შემდეგ წელს მეორე ალბომი „შენтыmental” მოჰყვა. აღნიშნულ ჩანაწერში ნიკას მუსიკალური მხარე უკვე ბევრად დახვეწილი და მრავალფეროვანი გამოდგა. ჟღერადობის მხრივ ეს იყო ემბიენთისა და IDM-ის ნაზავი, ქართული სენტიმენტალური ხმოვანებით გაფორმებული.
აღნიშნული ალბომი დღემდე ქართული ელექტრონული მუსიკის ფუნდამენტურ ნამუშევრად რჩება, რომელმაც საკუთარი კვალი შემდგომი თაობის მუსიკოსების შემოქმედებაზეც დატოვა.