Georgian Music Legacy Collection
ლადო ბურდული & რეცეპტი — რჩეული სიმღერები 1987–1992
GMLC012·ახალი გამოცემა · 2×LP გეითფოლდი

„რეცეპტი“ პირველივე ნოტიდან სისტემისთვის პრობლემას წარმოადგენდა: ლადო ბურდულისა და „რეცეპტის“ 1987–1992 წლების დარკ-პანკ და ქოლდ-ვეივ წინააღმდეგობის აქტი — გამოცემული 45 RPM ორმაგ ვინილზე.

დეტალურადხელმისაწვდომია
01 / 03
Georgian Music Legacy Collection

Georgian Music Legacy Collection-ის ინიციატივა დამოუკიდებელი საქართველოს მუსიკალურ პერსპექტივას ეხმიანება — ჩანაწერებს, რომლებიც ჩაწერის პერიოდის, ქვეყნის თუ ჯერ კიდევ არარსებული მუსიკალური ინდუსტრიის მდგომარეობის გათვალისწინებით, მსმენელის ყურადღების მიღმა დარჩა, თუმცა მუსიკალური, სოციალური თუ კულტურული ღირებულებით დღესაც თანამედროვე და ფასეულია.

2022 წლიდან GMLC იკვლევს კერძო აუდიოარქივებს, მაგნიტურ ფირებსა და კასეტებს, ახდენს მათ რესტავრაციას და გამოსცემს ლიმიტირებულ ვინილის ფირფიტებად ორენოვანი ისტორიული ანოტაციებით.

გამოცემები

ყველა გამოცემა →

ბლოგი / ქრონიკები

ყველა სტატია →
ჰიპ-ჰოპი მას ენდო

1985–1999 · ქუთაისი / თბილისი  ·  GMLC005

ჰიპ-ჰოპი მას ენდო

ბავშვობის მოგონებებიდან ნათლად მახსოვს შავი პრინცის კასეტის გაფუჭებამდე ტრიალი. საქართველოში ბევრმა მის შესახებ 2000-იანების დასაწყისში გაიგო, როცა „ჩემი ძმების“ ვიდეო კლიპი გაჰიტდა და იმ დროისთვის რამდენიმე მუსიკალური ტელევიზიის, თითქმის ყველა რადიოს და დაბურული ავტომობილებიდანაც მისი ხმა ისმოდა. თუმცა გამონაკლისი მისი მშობლიური ქუთაისი იყო, სადაც შურიკას 90-იანი წლების დასაწყისიდან ყველა კარგად იცნობდა.

„ქართული ცეკვის იმპერია“ – უნიკალური პროექტი 90-იანებიდან

1993 · თბილისი · 45 RPM  ·  GMLC004

„ქართული ცეკვის იმპერია“ – უნიკალური პროექტი 90-იანებიდან

დადა დადიანი, სერგი გვარჯალაძე, გოგი ჩილაშვილი და ბიბი კვაჭაძე — 1993 წლის აპრილის „ბოლო ცეკვა“ სახელმწიფო ტელევიზიის სტუდიაში.

„Lemonjuice“ – 2000-იანების ქართული ალტერნატივის ნოსტალგია

2000–2004 · თბილისი  ·  GMLC003

„Lemonjuice“ – 2000-იანების ქართული ალტერნატივის ნოსტალგია

Young Georgian Lolitaz და ახალი ათასწლეულის თბილისური გიტარული სცენის დაბადება მზიურის ფესტივალებიდან 500-ტირაჟიან CD-მდე.

მჟავა MESSAGE – ხმოვანება 90-იანი წლების თბილისიდან

1997 · თბილისი · GOSLAB  ·  GMLC002, GMLC007, GMLC001

მჟავა MESSAGE – ხმოვანება 90-იანი წლების თბილისიდან

გოგი ძოძუაშვილი, ნიკა მაჩაიძე, მაია სუმბაძე, გიო სუმბაძე და ნინო ჩუბინიშვილი — პირველი ოქრო ქართული ელექტრონული მუსიკის საბადოებში.