შავი პრინცი და ძებნილები - იძებნება
შავი პრინცი - აკაკი ბაბუნაშვილი
ფრედო - ფრედო ბაბანი
მასტი - დავით მორჩილაძე
მეგოთი - სერგი ჩიხლაძე
სმოკი - ბექა ჯავახაძე
DJ ჯადო - ლევან დოლიძე
სატანა - სოსო ჩაჩუა
-
ჩაწერის წელი: 1998
-
პროდიუსერი: ზაზა ხუბუკელაშვილი & გიგა კუხიანიძე
-
მასტერინგი: გიორგი ქორიძე
-
ვიზუალური გაფორმება: სოსლან სანაკოთი
ალბომის შესახებ
არ შევცდებით თუ ვიტყვით რომ 90-იანი წლების ქუთაისი ქართული ალტერნატიული მუსიკის მამოძრავებელი ძალა იყო. საკუთარი კულტურული იდენტობით ეს ქალაქი მუდამ გამოირჩეოდა და ამავე წლებში დაწყებულმა ახალგაზრდულმა მუსიკალურმა მოძრაობამ საფუძველი ჩაუყარა ისეთ მუსიკალურ სტილებს როგორიცაა პანკი, ახალი ტალღა თუ ჰიპ-ჰოპი. სწორედ ჰიპ-ჰოპის პიონერების მცირე წრეს განეკუვნებოდა აკაკი ბაბუნაშვილი იგივე შავი პრინცი, რომელმაც 90-იანი წლების დასაწყისში, Bajoo-სთან და Chi-სთან ერთად პირველი ქართული ცოცხალი რეპ პერფორმანსები გამართა. ამის შემდეგ ჯფუფის წევრებმა საკუთარი შემოქმედებითი ხაზები განავითარეს, ჰიპ-ჰოპში კი მხოლოდ შავი პრინცი დარჩა, რომელიც ასევე ბრეიქდენსის შემსრულებელი იყო. 1994 წლიდან შავმა პრინცმა აქტიურად შემოიკრიბა ახალზარდა მოცეკვავეები და MC-ები და დაარსა ჯგუფი „ძებნილები“.
ჯგუფი აქტიურად გამოდიოდა ქუთაისში არსებულ მცირე კონცერტებზე, სადაც ჰიპ-ჰოპი ქალაქში ჯერ ისევ სიახლე იყო. ამავე წლიდან, ქუთაისში არსებულ სტუდია ORFEY-ში იწყება მათი პირველი ალბომის ჩაწერა, რომელიც ქუჩის ცხოვრების შავბნელ ისტორიებს ასახავდა. ჰიპ-ჰოპი დასავლური მუსიკალური ფორმაა, თუმცა შავი პრინცისა და ძებნილების ჰიპ-ჰოპი ქართული სინამდვილის ანარეკლი იყო. სისხარტე, რიტმულობა, იმპროვიზაცია და ქუჩის ენერგია - ეს ის არის რაც შავი პრინცისა და ძებნილების რეპს მათი თბილისელი კოლეგებისგან განასხვავებთ. წლებთან ერთად შეიცვალა ჯგუფის შემადგენლობა, იგივე სიმღერები ჩაიწერა განახლებული არანჟირებით და მათ მუსიკასაც აღარც ანდერგრაუნდის სუნი ასდიოდა, თუმცა „იძებნება“ კვლავ რჩება ნამდვილი ქართული ჰიპ-ჰოპის კლასიკლად